Error
რუბრიკები
ჩიზქეიქი
ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა კარაქი 4 ოთხკუთხედი ტკბილ-მწარე შავი შოკოლადის(60%) 2 კვერცხი+2 კვერცხის გული 1/4 ჭიქა შაქარი 2 ჩაის კოვზი ფქვილი ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი ფორმებისთვის
გააცხელეთ ღუმელი 230C გრადუსადე(450F). მოაცხეთ კარაქი და მოაყარეთ ფქვილი სუფლეს 4 ჭიქას. გათქვიფეთ კვერცხი და კვერცხის გულები შაქართან ერთად თეთრი შეფერილობის თხელი მასის მიღებამდე. გაადნეთ შოკოლადი კარაქი ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ნელ-ნელა ჩაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად შეურიეთ. მალევე ჩაუმატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ. მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ ფორმებში და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში. ნამცხვრების ზედაპირი რბილი იქნება. ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან და სტუმრებსა თუ ოჯახის წევრებს მაშინთვე გაუმასპინძლდით!  
Print