Error
რუბრიკები
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში (ვიდეო)
დედა ღვთისას სამოსლის დადების დღესასწაულზე ზუგდიდში მრევლი  საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდის. ღვთისმსობლის კვართი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმდან სასულიერო პირებმა დაახლოებით 9:20 საათზე გამოაბრძანეს და ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში დააბრძანეს. მას შემდეგ , რაც ზუგდიდისა და ცაისის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე წირვა-ლოცვას აღავლენს  და ტაძარში შეკრებილი ასოეულობით მორწმუნისთვის იქადაგებს,  კვართზე მთხვევის ცერემონიალი იწყება. მსურველებს სიწმინდესთან მიახლების საშუალება საღამომდე ექნებათ. [gallery columns="4"] მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში კვართის გადმობრძანების მსვლელობისას მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას ვლაქერნობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა და აღნიშნა რომ დღევანდელი დღე უდიდესი დღესასწაულია მართმადიდებლური სამყაროსთვის. ერთერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა  ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება, ვლაქერნობის დღესასწაული კი ყოველი წლის 15 ივლისს იმართება.
Print