Error
რუბრიკები
14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ელიზბარ ფ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა , რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ კლავდია მ-სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. სამართალდამცველებმა ელიზბარ ფ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
Print