Error
რუბრიკები
უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც დააზარალა
უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განადგურებულია სახნავ-სათესი სავარგულები და დაზინაბულია ხიდ-ბოგირები. ამის შესახებ რადიო „ ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა. მისვე თქმით, ასევე დატბორილია ქალაქის რამდენიმე ქუჩა. „უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულია ხიდები და სახნავ-სათესი სავარგულები ჭაქვინჯში, ჯიხაშკარში, ჭითაწყარში, ურთაში, ოქტომბერში, ყულიშკარსა და ახალსოფელში. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები“, - აცხადებს გიორგი თოდუა. მისივე განმარტებით, უკვე შექმნილია კომისია, რომელიც შეისწავლის ზარალის ოდენობას. ცნობისთვის,უხვი ნალექის შედეგად დღეს ასევე, დაზარალდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი.
Print