Error
რუბრიკები
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა (video)
ზუგდიდში გამართულ "ნაციონალური მორაობის" პრაიმერში გამარჯვება დავით ბაქრაძემ მოიპოვა. პრაიმერში მონაწილეობა 245 დელეგატიდან 234-მა მიიღო. პირველ ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე , მეორეზე - გიორგი ბარამიძე, მესამეზე – შოთა მალაშხია, მეოთხეზე - ზურა ჯაფარიძე. მანამდე ჩატარებულ ყველა პრაიმერში გამარჯვებული დავით ბაქრაძე იყო. ზუგდიდში, პრაიმერი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პრაიმერის დაწყების წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდრებს აქციის მონაწილეებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს.
Print