Error
რუბრიკები
ზუგდიდში დევნილთათვის მშენებარე კორპუსები დავით დარახველიძემ მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ  ზუგდიდში თბილისის ქუჩაზე დევნილებისთვის მშენებარე დასახლების ადგილი მოუნახულა. ადგილზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგროც მშენებლობის უფროსი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს მშენებლობა ამა წლის 2 ივლისს დაიწყო და 2014 წლის 2 ოქტომბრისთვის დასრულდება. მშენებლობაზე 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ზუგდიდის ან ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებელია. მისივე თქმით მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა 400-450- მდე გაიზდრება. ადგილზე მშენებარე 8 კორპუსში 256 ბინა იქნება. დავით დარახველიძემ მშენებლობის ადგილზე მოსვლამდე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 10-მდე  ობიექტი მონახულა. „ კიდევ რამე, თუ გამიკვირდებოდა არ მეგონა, რაც თბილისში  და სხვა რაიონებში მინახავს დევნილთა მძიმე პირობები.  მარტო ქალაქ ზუგდიდში 15 000- მდე დევნილთა ოჯახი ცხოვრობს,-„განაცხადა დავით დარახველიძემ, მისივე თქმით ამ კორპუსებში დევნილთა ჩასახლება სამინისტროს მიერ  შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ოჯახის მძიმე მდგომარეობის მიხედვით მოხდება. ამასთან დარახველიძის განცხადებით აუცილებელია ადგილზე ინტენსიურად მოხდეს სარეაბილიტაციო  ადგილების მოძიება დევნილთათვის, რადგან ის პრობლემა, რომელიც დღეს  ზუგდიდში დევნილებს  აქვთ გადაწყდეს.
Print