Error
რუბრიკები
„C არ იCდის“ - ფლეშმობი ზუგდიდში
„C  არ იCდის“ - ამ სახელწოდებით ზუგდიდში დღეს, 27 ივლისს, ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით , ფლეშ მობი გაიმართა. აქციის მონაწილეები ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომლებიც ჰეპატიტს სამკურნალო პრეპარატებს აწარმოებენ, მედიკამენტების გაიაფებას მოითხოვენ. „ეს პრეპარატი აუცილებელია C  ჰეპატიტის პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ბრენდირებული პრეპარატი არ უნდა იყიდებოდეს, როგორც ძვირადღირებული ბრენდის სამოსი. მკურნალობა არ უნდა იყოს ფუფუნება. მედიკამენტების გაიაფების დროა! "  - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ფლეშ მობში, ასევე მონაწილეობას იღებდნენ  პაციენტთა ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აქციას თბილისიდან შეუერთდნენ. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში C  ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული და აქედან მხოლოდ 1% ახერხებს მკურნალობას. ცნობისთვის, საქართველოში C  ჰეპატიტიის სრული მკურნალობის ფასი 15 ათასი ამერიკული დოლარია. ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს.    
Print