Error
რუბრიკები
Elite Model Look-ის ფინალური ქასთინგისთვის სამეგრელოდან 5 გოგონა შეირჩა
სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის რეგიონალური შესარჩევი ტური დღეს, 29 ივლისს ზუგდიდის არტ გალერეაში ჩატარდა. სამეგრელოს რეგიონიდან, ქასთინგში სულ 25-მდე გოგონამ მიიღო მონაწილეობა. აქედან ჟიურიმ 5 საუკეთესო გოგონა შეარჩია. „შერჩეულები თბილისში, ფინალურ კასტინგში მიიღებენ მონაწიელობას. სამეგრელოში ძალიან საინტერესო გოგონები აღმოვაჩინეთ, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ და დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე მათგანი მოხვდება Top 15 - ში, რომელსაც ჩვენ უკვე შევარჩევთ 7 სექტემბრის ქასტინგზე“- ამბობს Elite Model Look-ის ორგანიზატორი ია კიწმარიშვილი. ცნობისთვის, Elite Model Look-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროზიო და სხვები.
Print