ზუგდიდის მკვიდრი, ინდ.მეწარმე ეთერ ცხადია, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, თავისი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.
ცახადია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მოთხოვნით მან სხვასახვა უწყებაში 30-მდე წერილი გაგზავნა, თუმცა მისივე თქმით პასუხად მხოლოდ „გადამისამართებები“ მიიღო.
ცხადაია აღნიშნულ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალაის ადანაშაულებს და მათ სამართლებრივ დასჯას მოითხოვს.
ეთერ ცხადაია 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი შეღავათიანი კრედიტის პროგრამით დაფინანსებული მეწარმეა, რომელსაც მისივე მტკიცებით პროექტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილი, 180 000 ლარი ჩაერიცხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა პროექტი შეეჩერებინა.
პროექტის ფარგლებში ეთერ ცხადაიას 500 000-მდე ლარი უნდა მიეღო. შეუსრულებელი საქმიანობის გამო კი მისივე თქმით პენსია და ქონება დაუყადაღეს. იგი აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენას უკვე 5 წელია უშედეგოდ ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები