Error
რუბრიკები
“ნუ წაშლით“- ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში დღეს, 3 აგვისტოს ფოტოგამოფენა „ნუ წაშკლით“ გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბოლო წლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე რესტავრაციის შედეგად გადაკეთებული ტაძრების ამსახველი ფოტო მასალა. პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, ფოტოგამოფენა მიზნად ისახავს ქართულ–აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას. „2010 წლიდან დავინტერესდით ამ თემით და გადავწყვიტეთ ქართული  და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა რეალურად რა ხდება აფხაზეთში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქრისტიანული ძეგლები ნადგურდება. აფხაზურმა და ქართულმა საზოგადოებამ ერთად  უნდა გამოვნახოთ  გზა, რათა შევინარჩუნოთ ეს ტაძრები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლევან ამირანაშვილმა. გამოფენის ორგანიზატორების განმარტებით, ფოტო მასალა ,აფხაზ სტუდენტებს ეკუთვნის. ფოტოგამოფენა „ნუ წაშლით“, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე გაიმართა ქუთაისსა და თბილისში. ცნობისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 17 აპრილს გამოაცხადა კონკურსი, „რეგიონებში გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობაზე“. საუკეთესო პროექტების გამოვლენის მიზნით, მინისტრის საკონსულტაციო საბჭომ 21 პროექტი განიხილა და მათგან რეკომენდაცია რამდენიმეს გაუწია, მათ შორის, ორგანიზაციის, ’’ახალგაზრდები ხელოვნებისათვის’’ შემოტანილ პროექტს - ‘’ნუ წავშლით’’.  
Print