Error
რუბრიკები
ხაიშში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში 14 ივლისს მდინარე ენგურში გადავარდნილი 4 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად სამუშაოებში სპეციალური აღჭურვილობით აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. დაკარგულები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულთა ნათესავები ითხოვენ, რომ სამუშაოები არ შეჩერდეს და პროცესში შესაბამისი აღჭურვილობა იყოს გამოყენებული.
Print