Error
რუბრიკები
დღეიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება
დღეიდან დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროს ზოლზე ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების გამგე, დოდო გვაზავას განმარტებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დღეიდან გამოიდარებს და ჰაერი +29 გრადუსამდე აიწევს. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეიდან ამინდი გამოსწორდება და ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ღამით +20, დღისით +28 გრადუსი
Print