Error
რუბრიკები
თენგიზ გუნავა კვლავ სამგერლო-ზემო სვანეთის გუბერნატორია
თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე ოფიციალურად, შესაბამისი პროცედურების გავლით დაბრუნდა. მისი განცხადებით იგი მზად არის რეგიონის საკეთილდღეოდ კონსტიტუციურად იმუშაოს გამგეობასა და საკრებულოსთან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლომ თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. თვრამეტდღიანი პატიმრობის შემდეგ, 30 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა, 1 აგვისტოს კი მისი თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
Print