Error
რუბრიკები
ბათუმის ,,ბულვარზე" ტურისტების უსაფრთხოებისთვის ელექტრომობილებმა დაიწყეს პატრულირება
ბათუმში ტურისტების უსაფრთხოების დაცვვისთვის დამატებითი საპატრულო ეკიპაჟი გამოიყო. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 15 აგვისტოდან ბათუმის "ბულვარის" მთლიან პერიმეტრს 4 ახალი ელექტრომობილი და საპატრულო ეკიპაჟები ემსახურებიან. აღნიშნული სიახლის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი წესრიგის და ბულვარზე ფეხით მოსიარულე ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. ელექტრომობილები ბულვარზე დღის 16 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მოახდენენ პატრულირებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტორომობილები არ აბინძურებენ გარემოს და მათი ბულვარზე გადაადგილება დამსვენებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის.    
Print