Error
რუბრიკები
ხილის პიცა
ინგრედიენტები:
ცომისთვის
  • ფქვილი 500 გ
  • საფუარი 6-8 გ
  • წყალი 300 მლ
  • ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ
  • მარილი 1/3 ჩ.კ
გულსართისთვის
  • ხაჭო ან ნადუღი 6 ს.კ
  • შაქრის პუდრა 1 ს.კ
  • თხევადი თაფლი გემოვნებით
  • სასურველი ხილი (ატამი, მარწყვი, კივი, გარგარი, კენკრა)
ფქვილით, წყლით, მარილით, საფუარით და ზეთით მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ამოფუება და გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე. ამ ცომით მომზადდება 1 დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა. ავთქვიფოთ ხაჭო და შაქრის პუდრა. გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ ხაჭო. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ხილი, მოვასხათ თაფლი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წთ
Print