Error
რუბრიკები
ქლიავის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
  • ფქვილი 1.5 ჭ
  • დარბილებული კარაქი 75 გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ
  • მარილი 1/4 ჩ.კ
  • კარდამონი 1/4 ჩ.კ
  • შაქარი 3/4 ჭ
  • ზეთი 1/3 ჭ
  • კვერცხი 2
  • ფორთოხლის ცედრა 2 ჩ.კ
  • ვანილი
  • შავი ქლიავი
მომზადების წესი: შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კარდამონი. ავთქვიფოთ კარაქი, დაახლოებით 3 წუთი, შემდეგ დავამატოთ შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავამატოთ ზეთი, ცედრა და ვანილი. ავთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე. ფქვილი ჩავამატოთ კარაქში და გადავურიოთ. საშუალო ზომის ფორმას (20*20 სმ) წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. გადავიტანოთ ცომი და დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ქლიავები. ცხვება 180 გრადუსზე, 40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. 15 წუთი ფორმაშივე დავტოვოთ, შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ.
Print