Error
რუბრიკები
ხბოს ღვიძლის პაშტეტი
ხბოს ღვიძლი 600 გ ხახვი 2 კარაქი 50 გ ზეითუნის ზეთი 2 ს.კ თეთრი ღვინო 100 მლ ნაღები 32% -36% 100 მლ მარილი და პილპილი ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ.ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ღვიძლიც. ვშუშოთ სანამ ღვიძლი ფერს შეიცვლის. დავამატოთ ქონდარი. ვშუშოთ დაახლოებით 8 წუთი, დავასხათ ღვინო. ღვინის აორთქლების შემდეგ დავამატოთ ნაღები და წამოვადუღოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, გადავიტანოთ ბლენდერში და ერთიან მასად ვაქციოთ. შევინახოთ მინის ან კერამიკის ჭურჭელში, მაცივარში. უმჯობესია, მეორე დღეს მივირთვათ
Print