Error
რუბრიკები
წიწაკის რულეტები ნიგვზით
ინგრედიენტები: ტკბილი წიწაკა, წითელი 2 ნიგოზი, გატარებული 200 გ აჯიკა 1/2 ჩ.კ ქინძი 1 კონა წყალი 60 მლ მარილი ბროწეულის მარცვლები ზეთი 2 ს.კ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე 4-5 ნაჭრად დავჭრათ. დავასხათ მდურარე წყალი და გავაჩეროთ 2 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და გავაშროთ ხელსახოცით. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ორივე მხრიდან შევწვათ წიწაკის ნაჭრები. დავალაგოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. გაცივების შემდეგ კანი გავაცალოთ. მოვამზადოთ გულსართი: შევურიოთ  ერთმანეთს ნიგოზი, აჯიკა, დაჭრილი ქინძი, წყალი და ავურიოთ. თუ საჭიროა, დავამატოთ მარილიც. დავადოთ გული წიწაკის ნაჭრებს და გადავახვიოთ.მოვრთოთ ბროწეულით და ქინძის ფოთლებით.
Print