
ნორვეგიის სავაჭრო პროფიციტი 2012 წლის მაისში 35,5 მლრდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 6 მლრდ დოლარი) გაიზარდა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე თითქმის 45 %-ით მაღალია. ამის შესახებ ნორვეგიის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მასალებშია ნათქვამი.
სავაჭრო პროფიციტის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, მაისის დასაწყისში აუქციონის სახლ Sotheby's-ზე ედვარდ მუნკის ნახატის "კივილის"
გაყიდვა გახდა.
"კივილი" ინკოგნიტო მყიდველმა რეკორდულ ფასად 119,9 მლნ დოლარად
შეიძინა. ეს მაქსიმალური ფასია, რაც ოდესმე აუქციონზე ვაჭრობის დროს ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ.
მასალის გამოყენების პირობები