Error
რუბრიკები
ძლიერ წვიმას ანაკლიასა და ზუგდიდში ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსულ ძლიერ წვიმას პრობლემები არ შეუქმნია. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თამაზ უბილავამ მიაწოდა. „გამოძახებები არც წუხელ ყოფილა და არც დღეს, სტაბილური მდგომარეობაა. ჯერ ამინდის გაუარესება არ შეინისნება და ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებს თამაზ უბილავა და დასძენს, რომ ასევე სტაბილური ვითარეება ანაკლიაში.
Print