რუბრიკები
ნოელ გალახერი DVD-ის გამოსცემს
ჯგუფის „Oasis“ ყოფილი წევრი ნოელ გალახერი საკონცერტო DVD-ის გამოცემას გეგმავს. რელიზის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე ცხელ, შობის წინა  პერიოდს დაემთხვევა... სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქარს არჩევენ. გამომცემლობა „The Sun“ ირწმუნება, რომ ახალ DVD-ში შესული იქნება დოკუმენტური ფილმიც. ფილმში იქნება აგრეთვე ეპიზოდები ფეხბურთიდან, გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ თუ როგორ ტირის ნოელ გალახერი პრემიერ-ლიგაში საყვარელი გუნდის „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვების შემდეგ... „მე ვიყავი ბარში და საბედნიეროდ ჩემთან ერთად იყო გადამღები ჯგუფიც და ყველაფერი საკუთარი თვალით შეგიძლიათ ნახოთ... მეშინია კიდეც ამის ყურება - ყველანაირი ემოცია გამოვხატე, რაც კი ადამიანს გააჩნია... ცრემლები... სამწუხაროდ, ვიტირე კიდეც“ - აცხადებს გალახერი.  
Print