რუბრიკები
"რედიოჰედის" კონცერტზე სცენის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სცენა, სადაც ინგლისურ როკ-ჯგუფს "რედიოჰედს" კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ჩამოინგრა. ინციდენტი ტორონტოში მოხდა და მას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 - მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლისაა, 45 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჯერ საშინელი გრუხუნი გაიგონეს, შემდეგ უზარმაზარი სცენა ჩამოიშალა და გარშემო რკინის ნამსხვრევები მიმოიფანტა. სამართალდამცავებმა ინციდენტის გამომწვევი მიზეზის გამოძიება დაიწყეს. უბედური შემთხვევის გამო "რედიოჰედის" კონცერტი გაუქმდა.
Print