რუბრიკები
ახალი Honda CR-V
საქართველოში საკმაოდ პოპულარული ქროსოვერის ახალ თაობას “ჰონდა“ მომავალ წელს წარმოადგენს. ამერიკული ავტო-გამოცემების ცნობით, ახალი “ჰონდა CR-V“-ის დებიუტს დეტროიტის ავტო-სალონი 2013 წლის  იანვარში უმასპინძლებს. ეს სავარაუდოდ, ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია იქნება, სერიული მოდელი კი გაზაფხულზე გამოვა გაყიდვაში. მიუხედავად იმისა, რომ “ჰონდას“ ერთ-ერთი ბესტსელერს ბაზარზე მოთხოვნილების ნაკლებობას არ უჩივის, მას განახლება აშკარად სჭირდებოდა.  ამჟამინდელი ”ჰონდა CR-V” იაპონელებმა 2006 წელს წარადგინეს და მას შემდეგ შეუცვლელად გამოდის, მხოლოდ 2010 წელს ჩაუტარეს უმნიშვნელო მოდერნიზაცია. ახლანდელი თაობის ქროსოვერი დაკომპლექტებულია 2 და 2,4-ლიტრიანი ბენზინის, ასევე 2,2 ლიტრიანი დიზელის აგრეგატებით. ახალი CR-V ამ ძრავებს ალბათ შეინარჩუნებს, ოღონდ “ჰონდა“ მათ სერიოზულად დახვეწს. იაპონელი ინჟინრების ამოცანაა, ახალი ”ჰონდა” არა მხოლოდ მძლავრი, არამედ გაცილებით ეკონომიურიც იყოს. როგორც “ჰონდას“ წარმომადგენლები აცხადებენ, გამოვა ქროსოვერის ჰიბრიდული ვერსიაც.  
Print