რუბრიკები
ახალი სეზონის პალიტრა
მოვლილი ხელები და დახვეწილი მანიკური თანამედროვე ქალის განუყოფელი ნაწილია. ლამაზი და მომხიბვლელი ხელები ყოველთვის იქცევენ ყურადღებას. ზაფხული–ეს ის დროა, როცა ჩვენს გარდერობში ნათელი ფერის სამოსი სჭარბობს, ხოლო ფრჩხილებზე ღია ფერის ლაკს ვირგებთ, რომელიც ოქროსფერი ნამზეურისთვის საუკეთესო დუეტია და ოფიციალურად საზაფხულო უნიფორმად იქცევა. დიზაინერების რჩევაა, რომ  ზაფხულში წავისვათ ღრმა შეფერილობის, წითელი, ცისფერი, მწვანე, იისფერი და ყავისფერი ლაქები. ვისაც სურს ექსპერიმენტები, შეუძლია წაისვას ნათელი ყვითელი, ფირუზი, ღია მწვანე და ვარდისფერი ლაქი. კლასიკურ მთვარისებურ მანიკურსაც არ დაუკარგავს აქტუალობა. წელს მოდის პიკს აღწევს რბილი კრემისფერი ლაქები, ღია ვარდისფერი, მეწამული და რძიანი ლურჯი.
Print