როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდში ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ განუცხადა, "კარდაკარის" ამ პროექტის მთავარი მიზანი ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაა. რათა ხელისუფლბამ ვერ შესძლოს სიებით მანიპულირება.“ამომრჩეველთა ლიგას უბანზე 3-4 ადამიანი ეყოლება“ რომლებიც ამომრჩეველთა სიების მონიტორინგს განახორციელებენ.სულ პროექტში 2000-მდე რეგისტრატორი იქნება ჩართული, რომელთაც სამდღიანი ტრენინგი დღეს დაასრულეს. ჩვენ გადავამოწმებთ შარშანდელ სიებს და დავდებთ ზუსტ ინფორმაციას. საზოგადოებას ექნება ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოვლენილ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით“– აცხადებს კახა მიქაია.
მასალის გამოყენების პირობები