Error
რუბრიკები
უშბაზე დაკარგულ რუს ალპინისტებს ეძებენ
უკვე მესამე დღეა მწვერვალ უშბაზე ორ დაკარგულ რუს ალპინისტს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები აწარმოებენ. ძიებაში ჩართულია ავიაციაც. მიმდინარეობს მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშრუტის შესწავლა. ოპერატიული მართვის ცენტრ „112-ში“ ინფორმაცია ალპინისტების დაკარგვის შესახებ 9 სექტემბერს შევიდა. როსტოველი ტურისტები ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი უშბის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ, 6 სექტემბერს კი უკან დაბრუნებას გეგმავდნენ. როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა. თუმცა, ამ დრომდე რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული.
Print