Error
რუბრიკები
ლაშა დამენია – კახა მიქაია და ლალი ანთია არ არის ზუგდიდი, ზუგდიდი ჩვენთან არის (ვიდეო)
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით ბაქრაძის ჩამოსვლას 15 კაცი აპროტესტებს. "ერთხელ და სამუდამოდ მინდა ვთქვა, რომ კახა მიქაია და ლალი ანთია არ არის ზუგდიდი, ზუგდიდი აქ არის, ჩვენთან",- განუცხადა რადიო "ათინათს" ლაშა დამენიამ. "დაიცავი საქართველოს" წევრი კახაია მიქაია "ძირს პოლიტიკური მეძავები", "ძირს ბაქრაძე" – სკანდირებს. მასთან ერთად იმყოფებიან "ქალები მშვიდობისთვის" ლალი ანთია და მათი თანამოაზრეები. ბაქრაძის მომხრეებსა და აქციის მონაწილებს შორის მცირე მანძილია და მათ სამართლდამცავების კორდონი ყოფს.
Print