რუბრიკები
მერილ სტრიპი ”ეშმაკი ატარებს პრადაში” დასაბრუნებლად მზადაა გახდეს
ერთ წელიწადში ლორენ ვაისბერგერის ბესტსელერის "ეშმაკი ატარებს Prada-ს" გაგრძელება გამოვა. მწერალის თქმით, იგი წიგნის გამოსვლიდან მალევე, იმავე სახელწოდების ფილმის გაგრძელებისთვის სცენარს დაწერს. ახალ რომანს "შურისძიება ატარებს Prada-ს: ეშმაკი ბრუნდება" (Revenge Wears Prada: The Devil Returns) ერქმევა, ხოლო მისი გამოსვლის თარიღად 2013 წლის აპრილი სახელდება. ჟურნალისტებმა მერილ სტრიპს კითხვებით უკვე მიმართეს, თუ რას ფიქრობს იგი მოდის ჟურნალის დესპოტი რედაქტორის როლში დაბრუნებაზე. ამ დღეებში, ბევერლი-ჰილზზე პრემია Women In Film 2012 Crystal + Lucy Awards გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელზეც ჯილდოებს ისეთ ქალებს გადასცემენ, რომლებმაც ტელე და კინოინდუსტრიაში წარმატებას მიაღწიეს. ღონისძიებას მერილ სტრიპიც ესწრებოდა. წითელ ხალიჩაზე მერილს ფილმის "ეშმაკი ატარებს Prada-ს" გაგრძელების შესახებ კითხეს, იგი კითხვამ ააღელვა და პირდაპირ უპასუხა, რომ ჯერჯერობით მისთვის ფილმში მონაწილეობის წინადადებით არავის მიუმართავს. "ჟურნალ "პოდიუმის" მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლის შესრულებას თუ კიდევ შემომთავაზებენ, მკაცრ დიეტაზე დაჯდომა მომიწევს, მაგრამ ამას გავაკეთებ, რომ როლს შესანიშნავ ფორმაში დავუბრუნდე", - ამბობს მსახიობი. რომანის მეორე ნაწილში გოგონა ანდრეა საკსის ისტორია გაგრძელდება, რომელიც ყოფილ უფროსს, მირანდა პრისტლის შეხვდება. სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Print