Error
რუბრიკები
ხვალიდან ზუგდიდში დევნილთა რეგისტრაციისთვის მხოლოდ ერთი პუნქტი იფუნქციონირებს
17 სექტემბრიდან, ზუგდიდში დევნილებისთვის ტერიტორიული ორგანოს პირველ სართულზე რეგისტრაციის ერთი პუნქტი ამოქმედდება, რომელიც წლის ბოლომდე იფუნქციონირებს. ოთხი პუნქტიდან, რომელიც დევნილებს ემსახურებოდა,  სამი უკვე დაიხურა. ახალ პუნქტში ხვალიდან რეგისტრაცია ზუგდიდში -სამეგრელოში დარეგისტრირებულ ნებისმიერ დევნილს შეუძლია, განუცხადა  რადიო „ათინათს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა  ირაკლი ქოჩუამ. ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 45 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია. უწყების ხელმძღვანელი არ ფლობს ინფორმაციას, ამ დროისთვის თუ რამდენმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა გაიარა რეგისტრაცია.
Print