Error
რუბრიკები
უშბაზე დაკარგულ ორ რუს ალპინისტს ამ დრომდე ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი ძალები ადგილზეა მობილიზებული. მიმდინარეობს მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშუტის საჰაერო დაზვერვა. სამაშველო ჯგუფი ძიებას ხმელეთიდან სრული სამთო აღჭურვილობით აგრძელებს.
Print