Error
რუბრიკები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში სწავლა 23 სექტემბერს განახლდება
16 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. აქედან მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტტის სამ საჯარო სკოლაში – წალენჯიხის N2, მიქავას თემის N1 და N2 საჯარო სკოლებში სწავლა 23 სექტემბერს განახლდება. ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. წინა წლებისგან განსხვავებით წელს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელო უფასოდ დაურიგდა. ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 257 პირველკლასელს და მათ დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ ნეთბუქები.
Print