რუბრიკები
ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული პროექტი რეგიონში
ბრიტანეთის საბჭო და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო „უკვე მეორე წელია რეგიონის ჟურნალისტებისთვის ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს.როგორც ინგლისური ენის პროექტების მენეჯერი თამარ კვაჭაძე ამბობს“ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მედიის განვითარებისთვის,ბრიტანეთის საბჭო არის მოხარული,რადგანაც მას დაეკისრა ამ პროექტის განხორციელება.პროექტი რეგიონებში ხორციელდება და განსაკუთრებით წარმატებულია ზუგდიდში.ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროეტს,აქ წარმოდგენილია არაჩვეულებრივი პროგრამა,რისი მეშვეობითაც ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ მრავალფეროვან ინფორმაციას,რაც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური მასალებით,ასევე ინტერნეტის საშუალებით,ამ კურსების არსებობა მათ საშუალებას აძლევს,რომ ფართოდ ქონდეთ ხელმისაწვდომობა პროფესიული კუთხით განვითარებისთვის“განაცხადა თამარ კვაჭაძემ.შეხვედრის ბოლოს პროექტში მონაწილე ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადაეცათ.
Print