Error
რუბრიკები
აშშ-ს ელჩმა ზუგდიდში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს განსაკუთრებით ეხლა უნდა გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიმყოფებით აფხაზეთის ტერიტორიასთან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. აშშ-ს ელჩმა ასევე აფხაზეთთან მიმართებაში, გულისტკივილი გამოთქვა ხალხებს შორის დაცალკავებაზე და დაშორიშორებაზე. „აუცილებელია, ყველა ძალისხმევა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აღდგეს ჰუმანური, ადამიანური კონტაქტები ამ მხარეებს შორის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა ზუგდიდში სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა.
Print