რუბრიკები
ცხინვალის ციხიდან ქართველი ტყვე გაათავისუფლეს
ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს ზაზა თავაძე გადასცა, რომელიც ცხინვალის ციხეში იყო დატყვევებული. ქართველი ტყვე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს, შალვა ტრამაკიძეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დაწყებამდე გადმოსცეს. 55 წლის ზაზა თავაძე თავს შეუძლოდ გრძნობდა და კომენტარზე უარი განაცხადა. არც სამართალდამცველებს გაუკეთებიათ იმის შესახებ კომენტარი, თუ რა ვითარებაში მოხდა თავაძის დაკავება და რამდენი ხანი გაატარა მან ცხინვალში.
Print