რუბრიკები
დე ფაქტო აფხაზეთში რეპატრიანტთა საკითხს განიხილავენ
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს რეპატრიაციის საკითხებში , ზურაბ ადლეიბას შეხვდენენ .შეხვედრაზე სირიიდან აფხაზეთში რეპატრიანტთა ჩამოსვლის საკითხები განიხილებოდა. ადლეიბამ დეპუტატებს გააცნო სოხუმში დაბრუნებული ეთნიკური აფხაზების ცხოვრებისა და მუშაობის პირობები,- წერს აბხაზსკი უზელი. დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით ე.წ პარლამენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს სირიიდან ჩამოსული თანამემაულეების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამასთან დაკავშირებით რეპატრიანტთა პრობლემების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
Print