კომპანია Google-ს სურს, გაქრობის პირას მყოფი ენების გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ინტერნეტ-გიგანტი მეცნიერ-ლინგვისტებთან ერთად ვებ-გვერდს ქმნის, რომელიც ასეთი ენების გადარჩენაზე იზრუნებს. საიტის სტუმრებსა და დარეგისტრირებულ მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, საიტის საცნობარო რესურსები გამოიყენონ. გარდა ამისა, საიტის სტუმრები თავად მოამარაგებენ მას ინფორმაციით. მომხმარებლების გაგზავნილი ინფორმაცია, გადამოწმების შემდეგ გამოქვეყნდება. როგორც პორტალის შემქმნელები აცხადებენ, საიტზე ნელ-ნელა უკვე იტვირთება მასალები, რომლებიც მე-XVIII საუკუნის ხელნაწერებსა და სამეცნიერო სტატიებს შეიცავს. მსოფლიოში არსებული 7000 ენიდან, მეცნიერების ვარაუდით, საუკუნის ბოლომდე მხოლოდ ნახევარი გადარჩება.
მასალის გამოყენების პირობები