Error
რუბრიკები
24 და 25 სექტემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 24 სექტემბერს 11:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კილოვოლტიანი ქვესადგური ზუგდიდი-2-ის 6 კვ-ის ფიდერები #@4,5,6,7 (მორიგეობოთ) გეგმიური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 2578 აბონენტს(ქალაქი). 24 სექტემბერს 10:00 საათიდან და 17:00 საათამდე პერიოდში გამოირთვება 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “ნაგომარი”, გაჩეხვითი სამუშაოების ჩატრების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 6042 აბონენტს ( 5-5 წუთიანი ძაბვის წყვეტა ექნება ქვესადგურს ”ლანჩხუთი-წევა”). 24 სექტემბერს 10:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ხიდმაღალა”-ს 10 კილოვოლტის ფიდ.#3, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის სოფელ გრიგოლეთის 651 აბონენტს. 25 სექტემბერს 11:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კილოვოლტიანი ქვესადგური ზუგდიდი-2-ის 6 კვ-ის ფიდერები #@8,9,10,11 (მორიგეობოთ) გეგმიური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 2417 აბონენტს(ქალაქი). 25 სექტემბერს 11:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება 35/10 კილოვოლტიანი ქვესადგური “მუხური”-ს შემყვანი (ფიდერები: სირიაჩკონი და ქვემო ქვალონი) გეგმიური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის სოფელ სირიაჩკონის 131 და ხობის მომსახურეობის ცენტრის სოფელ ქვემო ქვალონის 828 აბონენტს.
Print