Error
რუბრიკები
ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებში გაიმარჯვეს
ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები ეგვიპტისა და ბელორუსიის საერთაშორისო გამოფენებზე გაიგზავნა. მათ შორის 22 ნამუშევარს გამარჯვება ხვდა წილად. ზუგდიდის არტ–გალერეაში ზემოთხსენებულ გამოფენებში გამარჯვებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მოსწავლეებს სიგელები, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
Print