რუბრიკები
კოალიცია „ქართული ოცნება:“ „ვაპროტესტებთ სასამართლოს განაჩენს“
დღეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ამომრჩეველთა ლიგამ“ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. „თავისუფლება პოლიტპატიმარ სერგო ჩაჩიბაიას“ – ასეთი იყო აქციის სლოგანი. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კახა მიქაიამ და „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად ტერიტორია დატოვეს. „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელის უკმაყოფილება აქციის არაორგანიზებულობამ გამოიწვია. „ეს იყო იმიტირებული აქცია“–განაცხადა კახა მიქაიამ რადიო „ათინათთან“ „საქართველოში ხალხს განსხვავებული აზრისთვის არ უნდა აკავებდნენ. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ყველა იმ პოლიტპატიმარს, რომელიც საქართველოს საპატიმროებში იხდის სასჯელს “-აცხადებს კოლიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია. მისი თქმით, ზუგდიდში მსგავსი აქციები პერნამენტულად გაიმართება.
Print