Error
რუბრიკები
სტაფილოს რულეტი
ინგრედიენტები:
  • სტაფილო 450 გ
  • კვერცხი 4
  • კარაქი 1 ს.კ
  • კრემ-ყველი 175 გ
  • კამა 1 კონა
  • ნივრის კბილი 1
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესი: სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ. მოვშუშოთ კარაქში 5 წუთით. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე, საცხობ ფურცელზე (ზომა 20*30 სმ) დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. გაციებულ სტაფილოს დავამატოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცილა ცალკე ავთქვიფოთ ღრუბელივით, დავამატოთ სტაფილოს და ფრთხილად გადავურიოთ. მიღებული ცომი დავასხათ ფორმაში და დაახლოებით 10-15 წთ ვაცხოთ. გამომცხვარი ფირფიტა გადავაბრუნოთ პერგამენტის ქაღალდზე, ის  ქაღალდი კი, რომელზეც გამოცხვა,  ფრთხილად ავაძროთ. ზემოდან ნამიანი პირსახოცი დავაფაროთ და გავაციოთ. მოვამზადოთ გულსართი: მწვანილი (მხოლოდ ფოთლები) და ნიორი წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველს, დავამატოტ მარილი და პილპილი. მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტს და იმ ქაღალდის დახმარებით, რომელზეც გადმოვიღეთ, რულეტივიტ გადავახვიოთ. შემოვაკრათ კულინარიული ცელოფანი და გავაციოთ მაცივარში.
Print