Error
რუბრიკები
ცხელი შოკოლადი
ინგრედიენტები:
  • შავი შოკოლადი 150 გ
  • რძე 1/2 ლ
  • შაქარი 100 გ
  • მაგარი ყავა 60 მლ
მომზადების წესი შოკოლადი დავამტვრიოთ და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, ნელ-ნელა შევურიოთ გადაწურული ყავა. რძე ავადუღოთ შაქართან ერთად, დავამატოთ შოკოლადი და თან ვურიოთ, როცა ადუღდება, ჩავასხათ 60 მლ-იან ჭიქებში. ცხელ შოკოლადს შეგვიძლია შევურიოთ ცოტა წითელი წიწაკის ფხვნილიც, რაც სასმელს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
Print