რუბრიკები
The Beatles“-ის უცნობი ფოტოების გამოფენა გაიხსნა
ნიუ-იორკში ჯგუფის „The Beatles“ წევრების უცნობი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. სურათები ამერიკაში ჯგუფის პირველი ტურნეს დროს არის გადაღებული. ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის ფოტოები კურტ გუნტერს ეკუთვნის. ღონისძიება სახელწოდებით „Unseen Beatles“, მიმდინარეობს გალერეაში „Morrison“. კითხვაზე თუ რამდენად ახლოს იყო კურტი ჯგუფის წევრებთან, მისი შვილი პასუხობს: „ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ ამ ფოტოებზე. აქ არ არის არაფერი დადგმული - იგი თითქმის ჯგუფის წევრი იყო“. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე „Unseen Beatles“ საკონცერტო სურათებთან ერთად, მათი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული, მათ შორის დასვენების დროს გადაღებული კადრებიც.
Print