რუბრიკები
მსოფლიოს აეროპორტებში ყოველდღიურად 70 000 ჩემოდანი იკარგება
მოფლიო ავია-ფრენების ცენტრი Flight Center შემაშფოთებელ სტატისტიკას ავრცელებს - ყოველკვირეულად მსოფლიოს აეროპორტებში 496 000 ჩემოდანი იკარგება. ამ გამოთვლით, მსოფლიოში ყოველდღიურად 70 000-ზე მეტი ადამიანი რჩება ბარგის გარეშე. 2011 წლის განმავლობაში ავია-კომპანიებმა 25 მლნ ჩემოდანი დაკარგეს. ეს ციფრი 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ავიაკომპანიები ამის მიზეზად თვითმფრინავის საბარგულში ჩატვირთვისთვის განკუთვნილ მეტისმეტად მცირე დროს ასახელებენ, თუმცა ასევე დიდ პრობლემას ქმნის ბარგის მიწოდების სერვისი და ეტიკეტების არასწორად შევსება. დაკარგული ნივთების 99% მფლობელებს უკან უბრუნდებათ. ავიაკომპანიებს ამისთვის საშუალოდ 48 სთ სჭირდებათ.
Print