Error
რუბრიკები
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ
დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის დროებით საზღვართან, ენგურის ხდითან სამშვიდობო აქცია გამართეს. სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვილი იმიტირებული აქცია რუხის ციხესთან გაგრძელდა, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები 27 სექტემბერს დაღუპულთა სხოვნსის უკვდავსაყოფად გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა მთელი ერისთვის. „მე მგონია რომ ჩვენზე უახლოესი ნათესავები აფხაზებს არ გააჩნიათ, ისე როოგორც ჩვენ არ გაგვაჩნია მათზე უახლოესი ნათესავები, ამიტომ აუცილებელია ჩვენი ერთად ცხოვრება. ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავარჩინოთ აფხაზები“-აღნიშნა მინისტრმა.  
Print