Error
რუბრიკები
როსტომ კილასონია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთერთი მოადგილე როსტომ კილასონია მის მიერ განცხადების დაწერას დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არც ადასტურებს და არ უარყოფს. კილასონიამ რადიო "ათინათს" განუცხადა რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის კომენტარს არ გააკეთებს. ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ როსტომ კილასონიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები დატოვა და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ შეურთდა. ამის სესახებ მან ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ზამირა ღადუასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კილასონიას თქმით, მან ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზების გამო მიიღო. ვრცლად
Print