Error
რუბრიკები
ნივრიანი ფუნთუშები წვნიანებისთვის
ინგრედიენტები:
  •  რძე 250 მლ
  • ფქვილი 400 გ
  • ზეთი 2 ს.კ
  • მარილი 1/2 ჩ.კ
  • საფუარი 1 ჩ.კ
  • შაქარი 1 ჩ.კ
  • კარაქი 50 გ
  • ნივრის კბილი 7
  • ოხრახუში ან კამა 2 ს.კ დაჭრილი
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი თასში მოვათავსოთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად. გაყავით ცომი 16 ნაწილად, დააგუნდავეთ და დაალაგეთ ხელახლა ამოსაფუებლად 15-20 წუთი ბლენდერში დავაქუცმაცოთ მწვანილი, ნიორი და კარაქი. ცომის ყოველ გუნდა თავზე გადავსეროთ და ჩავუდოთ კარაქის მასა. გადავუსვათ კვერცხის გული. ვაცხოთ 15 წუთი 180 გრადუსზე. მივირთვათ წვნიანებთან ერთად.
Print