Error
რუბრიკები
სამეგრელოს რეგიონს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ეწვევა
დღეს, სამეგრელოს რეგიონს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი  კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი მარგველაშვილი და „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოდან“  ნინო ბურჯანაძე ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს ხობსა და ზუგდიდში შეხვდება. ხობში შეხვედრა 13:00 საათზეა, ხოლო ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათზე შედგება. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია და მძღოლებს შემოვლითი გზებით უწევთ გადაადგილება.    
Print