Error
რუბრიკები
მარგველაშვილის გამარჯვება ზუგდიდში ფოიერვერკით აღნიშნეს
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას, შტაბის ახალგაზრდული ფრთა უკვე ზეიმობს. მათი თქმით, მარგველაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა და ეს ძალიან ახარებთ. "ფოიერვერკებით ვიზეიმებთ, ამ წუთებში კი ფრანებს ვუშვებთ ცაში", -უთხრა რადიო "ათინათს" მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგნელმა მერი შენგელაიამ. ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ეგზიტპოლების სედეგები გაამოაქვეყნა, სადაც 66%-ით მარგველაშვილი ლიდერობს.
Print