Error
რუბრიკები
ალექსანდრე ანქვაბი ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი საგუშაგოების გახსნის ინიციატივით გამოდის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია. ანქვაბის ადმინისტრაციის ცნობით, 4 ივლისს გამართულ სხდომაზე საქართველოსთან საზღვრის დაცვის საკითხები განიხილეს. დე ფაქტო  აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ასლან ბჟანიას განცახდებით, კრიმინოგენული სიტუცია გალის რაიონში ბოლო თვეებთან შედარებით, გაუარსებულია.  მისი ინფორმაციით,  2012  წლის დასაწყისიდან გალის რაიონში მოკლულია 8 ადამიანი, 3 მათ შორის სამართლადამცავი სტრუქტურის წარმომდგენელი. უშიშროების საბჭოს სხდომაზე  დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა განიხილეს, ადმინისტრაციულ საზღვარზე დამატებით 5 გამშვები პუნქტის გახსნის საკითი. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ახალი პუნქტების გახსნა საზღვარზე კონტრაბანდული საქონლის გადატანას აღკვეთს.
Print