Error
რუბრიკები
ორსანტიაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
მდინარე ენგურზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მოქალაქე ნავზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით თევზაობდა. ამოღებულია თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობა, მუდმივი დენის წყარო, ნავი და მოპოვებული 1 კგ ქარიყლაპია და 5 კგ ქაფშია.
Print